თამარ სანიკიძე

16 ნოემბერი,2016

 

თამარ სანიკიძე (დ. 30 აგვისტო, 1978) — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2013 წლის ივლისიდან 2016 წლის ივნისამდე.
დაიბადა თბილისში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2000 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობაში.
2005—2009 წლებში მუშაობდა საქართველოში ურბანული ინსტიტუტის წარმომადგენლობაში, ხოლო 2009 წლიდან 2012წლის ოქტომბრამდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის მოადგილედ.
2013 წლის ივლისში, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დატოვა მინისტრის პოსტი, დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. ეს პოსტი მას 2016 წლის 3 ივნისამდე ეკავა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის ალექსანდრე ჯეჯელავათი შეცვალა.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები

2019 წლის 14 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე სასწავლო წლის სტუდენტებმა მარიამ...

16 ივნისი, 2019 სრულად ნახვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის XI სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო...

2019 წლის 14 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა XI სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა...

16 ივნისი, 2019 სრულად ნახვა