უნივერსიტეტის მისია

 

    უნივერსიტეტის მისიაა ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე ორიენტირებული, თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანისპეციალისტების მომზადება, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესითა და წარმატებული საქმიანობით ხელს შეუწყობენ თანამედროვე საზოგადოების მაღალგანვითარებულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ, ზნეობრივ და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოებად გარდაქმნას.
  მისიის განხორციელების მიზნით უნივერსიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:

  • უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ, მაღალი ხარისხის აკადემიურ (საბაკალავრო, სამაგისტრო) და პროფესიულ განათლებას, რომელიც შეესაბამება ქვეყნისა და რეგიონის ინტერესებს.
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლისა და სწავლების, სამეცნიერო კვლევის, შემოქმედებითი და ადმინისტრაციული საქმიანობის ხელშემწყობი, უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნასა და განვითარებას;
  • ხელს უწყობს სტუდენტთა, პროფესიულ სტუდენტთა, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის, მასწავლებლებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების პიროვნული პოტენციალის რეალიზებასა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • ნერგავს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის (უწყვეტი განათლების) სისტემას საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებითა და განხორციელებით;
  • მხარს უჭერს და განამტკიცებს სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, თანამშრომლების, ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული მმართველობის სტრუქტურების ინიციატივას უნივერსიტეტის ერთობლივი მართვის კუთხით;
  • ავითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნისა და უცხოეთის მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ხელს უწყობს სტუდენტთა, პროფესიულ სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას.

 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

20 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის და ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა...

20 სექტემბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრები დამსაქმებლებთან

გორის უნივერსიტეტში გრძელდება საგანამანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შეხვედრები  დამსაქმებლებთან

20 სექტემბერი, 2019 სრულად ნახვა