მაგისტრატურაში მიღებასთან დაკავშირებით

19 სექტემბერი,2019

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წელს
მაგისტრატურაში მიღებასთან დაკავშირებით რექტორის ბრძანებით განისაზღვრა:

 მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) საქართველოს ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) ქართული ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) ჟურნალისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ზ) განათლების სფეროს ხელმძღვანელობისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
თ) ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ი) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
კ) საბუღალტრო და საგადასახადო საქმის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
მ) სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ნ) სასტუმრო მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

 მაგისტრატურაში მიღების ვადები:

  • მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია – 27 აგვისტო - 25 სექტემბერი; 
  • გამოცდა ინგლისურ ენაში – 26 სექტემბერი; 
  • გამოცდა სპეციალობაში – 27 სექტემბერი.

 მისაღები საგამოცდო საგნები, მისაღები გამოცდების ჩატარების დრო და ადგილი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;

 მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:

ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი (დედნის წარმოდგენით) ან ცნობა აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ტელ.: 5(77) 251221

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

20 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის და ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა...

20 სექტემბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრები დამსაქმებლებთან

გორის უნივერსიტეტში გრძელდება საგანამანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შეხვედრები  დამსაქმებლებთან

20 სექტემბერი, 2019 სრულად ნახვა