19 ივნისს გაიმართა განათლების მეცნიერებათა აკადემიის სხდომა

19 ივნისი,2019

2019 წლის 19 ივნისს გაიმართა განათლების მეცნიერებათა აკადემიის სხდომა. მონაწილეებს მიესალმა აკადემიის პრეზიდენტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ საინტერესო მოხსენებით წარსდგა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე. აზრი გამოთქვეს: პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ, პროფესორმა გიორგი ანჩაბაძემ და სხვებმა.


ამავე სხდომაზე საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრებად არჩეულ იქნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაატა ქურდაძე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტთა და მოსწავლეთა მესამე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია...

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა მესამე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია...

29 მაისი, 2020 სრულად ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ სემინარი

2020 წლის 26 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს...

26 მაისი, 2020 სრულად ნახვა