ანგარიში-პრეზენტაცია

14 მაისი,2015

2015 წლის 13 მაისს, 16:00 საათზე, 302-ე აუდიტორიაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორმა, ანა მესხმა, რომელმაც მოიპოვა ევროკომისიის ბაკისის პროგრამით გათვალისწინებული პოსტ-დოქტორანტული მობილობა ბასკეთის სახელმწიფო უნივერსტიტეტში, წარმოადგინა ანგარიში-პრეზენტაცია „ჩემი თვალით დანახული ბასკეთი“. მომხსენებელმა ისაუბრა პროგრამისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ, ბასკეთის უნივერსიტეტის სამი კამპუსისა და ქალაქების - ბილბაოს, სან სებასტიანისა და ვიტორიას შესახებ. პრეზენტაციის ბოლოს პროფესორმა ა. მესხმა წარმოადგინა მის მიერ შენიშნული ქართულ-ბასკური მსგავსებების რამდენიმე მაგალითი. პრეზენტაცია დამთავრდა ბასკური ქორწილის მოკლე ვიდეო ჩანაწერით, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ქართულ-ბასკური ტრადიციების მსგავსება.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან

მიმდინარე წლის 26 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს...

26 მარტი, 2024 სრულად ნახვა

ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა...

მიმდინარე წლის 26 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების...

26 მარტი, 2024 სრულად ნახვა