ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დელეგაცია სტუმრად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

19 ივნისი,2019

2019 წლის 19 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დელეგაცია გიგა გაბელაიას
ხელმძღვანელობით. სტუმრებს უმასპინძლა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მ/შ-მა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. საუბარი შეეხო ფედერაციასა და უნივერსიტეტს შორის საქმიანი ურთიერთობების დაწყების პერსპექტივასა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი პოტენციალი და განსაზღვრეს ურთიერთთანამშრომლობის
პერსპექტივები თანამედროვე გამოწვევების ფონზე. შეხვედრამ ურთიერთთანამშრომლობისა და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა, რაც ოფიციალურად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ქართველი, თურქი და პოლონელი სტუდენტებისთვის

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 17 ივლისიდან საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს ქართველი, თურქი და პოლონელი სტუდენტებისთვის.

19 ივლისი, 2019 სრულად ნახვა

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობს სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები.

19 ივლისი, 2019 სრულად ნახვა