ერასმუს + ის საერთაშორისო კვირეული რომში

22 მაისი,2019

2019 წლის 13-17 მაისს, გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფ. გიორგი სოსიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი პროფ. რუიზან მექვაბიძე მიწვეულები იყვნენ რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის (UNINETTUNO) მიერ ორგანიზებულ ერასმუსის კვირეულზე. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ევროპის 10 უნივერსიტეტი, თურქეთის 2 უნივერსიტეტი და გორის უნივერსიტეტი. შეხვედრის მიზანი განათლების ინტენაციონალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებთან იყო დაკავშირებული და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორთან - დისტანციური სწავლების ჩართვასთან სტანდარტული სწავლების პროცესში, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას რომის საერთაშორისო უნივერსიტეტთან. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა რომის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფ. მარია ამატა გარიტო და შეხვედრის მიზნებსა და სამომავლო პერსპეტივებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა ერსმუსის კოორდინატორმა პროფ. დარიო ასანტემ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლა პარავატიმ. უნივერსიტეტის ფაკულტეტების პროფესორებმა გააკეთეს პრეზენტაციები უნივერსიტეტის საქმიანობასა, მიმართულებებსა და პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ. ასევე, შეხვედრაში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები მათი უნივერსიტეტების მიმართულებებისა, წარმატებებისა და პრობლემების შესახებ და მათ შორის პროფ. რუიზან მექვაბიძემ გააკეთა პრეზენტაცია გორის უნივერსიტეტისა და მისი სამამომავლო პერსპექტივების შესახებ.
გორის უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი შედეგები ამ შეხვედრიდან:
ა/ ერასმუს + -ს ჩარჩოებში რომის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ჩარჩოებშიც, გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები 10-დღიანი ვიზიტით, დისტანციური სწავლების ტრენინგ კურსს გაივლიან;
ბ/ გაკეთდა შეთანხმება შერეული სწავლების დანერგვაზე გორის უნივერსიტეტისათვის მისაღები სასერთიფიკატო პროგრამების მომზადებით ფსიქოლოგიისა, ტურიზმისა, ბიზნეს ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით (არ არის გამორიცხული სხვა სასერტიფიკატო პროგრამების ჩართვაც). სასერთიფიკატო პროგრამების მომზადებაში აქტიურად ჩაერთვება რომის საერთაშორისო უნივერსიტეტი. გაიცემა ორმხრივი სერტიფიკატი;
გ) შედგა შეთანხმება მემორანდუმების გაფორმების შესახებ რომის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ერასმუსის კვირეულში მონაწილე უნივერსიტეტებს შორის;
დ/ დაიგეგმა უმაღლესი განათლების პოტენციალის ამაღლებისათვის ერთობლივი პროექტის მომზადება განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით დისტანციური სწავლების ეფექტურობის გამოყენებით, 2020 წლისათვის.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა

2 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი შეხვდა გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებს და სკოლის დირექტორებს.

03 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან

1 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური მხარდაჭერის, კარიერული განვითარებისა და ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა...

02 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა