ფესტივალი

10 დეკემბერი,2019

2019 წლის 6 დეკემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ფესტივალს, რომელიც ჩატარდა საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამით“ - „ფუნჯი და კალამი - მომავლის მეგზურნი“. ფესტივალის ორგანიზატორი იყო პროექტი „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ და მისი დამფუძნებელი, პოეტი ქეთევან შენგელია, ხოლო კოორდინატორი - გორის უნივერსიტეტის გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე (ხელმძღვანელი თამარ გელიტაშვილი).
პროექტი მიზნად ისახავდა, წარმოეჩინა ნიჭიერი ახალგაზრდები სამი სახელოვნებო სფეროდან - ლიტერატურა, მხატვრობა, მუსიკა. კონკურსში მონაწილეობდნენ გორის მინიციპალიტეტის საჯარო და კერძო, ასევე გორის უნივერსიტეტის პირველ-მეორე კურსელები. კომპეტენტურმა ჟიურიმ (მარიამ მახაშვილი - მუსიკოსი, ამირან არაბული - ლიტერატორი, გიზო ხუბუა -მხატვარი) გამოავლინა გამარჯვებულები და გადასცა სამახსოვრო პრიზები.
ღონისძიებამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

ომში დაღუპულ მეომრების ხსოვნა

2008 წლის საომარი მოქმედებებიდან 12 წლისთავზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს...

08 აგვისტო, 2020 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება.შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის...

05 აგვისტო, 2020 სრულად ნახვა