გორის სასწავლო უნივერსიტეტი ელექტრონული სწავლების განვითარებას იწყებს

19 ნოემბერი,2010

თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო საშუალებაა ახალი საგანამანათლებლო მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით, რომელთა შორისაც დღეისათვის ელექტრონული სწავლება მზარდ ფაზაში შევიდა.

ელექტრონული სწავლების მიმართულების განვითარება დაიგეგმა ესტონეთი–საქართველოს თანამშრომლობის პროექტით „თამშრომლობა საზღვრებს მიღმა“, რომელშიც მონაწილეობს 12 წარმომადგენელი საქართველოს 4 უნივერსიტეტსა (ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახ. უნივერსიტეტი, გორის სასწავლო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ბათუმის უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის უნივერსიტეტი) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრიდან. ამ პროექტში გორის სასწავლო უნივერსიტეტს წარმოადგენს დოქტ. პროფ. რუიზან მექვაბიძე.

ესტონეთმა თავის პასუხისმგებლობის ქვეშ აიღო საქართველოსათვის ელექტრონული სწავლების განვითარებაში ხელის შეწყობა, რაც გამოიხატება ტალინის უნივერსიტეტის, xx ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის, ესტონეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფონდისა და ტალინის აკრედიტაციის ცენტრის ერთობლივ ძალისხმევაში. პროექტის მენეჯერია ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენელი მაარიკა მიილი.
პროექტი ოთხ ფაზას მოიცავს. 2010 წლის 8 – 14 ნოემბერს შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა ესტონეთის ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ესტონეთის მხარემ უზრუნველყო შეხვედრები ესტონეთში x საქართველოს წარმომადგენლობასა და xxx ტარტუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. ესტონეთში საქართველოს ელჩმა რუსლან აბაშიძემ თავის მხრივ დახმარება შესთავაზა საქართველოს სამუშაო ჯგუფს.

მეორე ფაზაში გათვალისწინებულია 28/11/2010–05/12/2010 ესტონეთის წარმომადგენლობა შეხვედრები პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან. დაგეგმილია ელექტრონული სწავლებისათვის მოსამზადებელი სემინარის ჩატარება და მათი მოსაზრებების გათვალისწინება პროექტის შემდგომ ფაზაში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა

გორის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს და ქართველი ებრაელების შემოქმედებას ეძღვნებოდა.

15 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრა

2 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი შეხვდა გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებს და სკოლის დირექტორებს.

03 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა