იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კონფერენცია

12 ივნისი,2019

12 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელიც მიესალმა მონაწილეებს, მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორ ვიანორ ახალაიას და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილს კონფერენციის სათანადოდ ორგანიზებისთვის. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და პლენარულ სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს პროფესორმა ვიანორ ახალაიამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა საბა მეტრეველმა.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში, წარმოდგენილი იყო ხუთათულზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებლებთან

2020 წლის 13 იანვარს სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინგლისური ლიტერატურის ბიბლიოთეკაში გაიმართა ენების ცენტრის მორიგი შეხვედრა უნივერსიტეტის...

15 იანვარი, 2020 სრულად ნახვა

საახალწლო კონცერტი

2019 წლის 27 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საახალწლო კონცერტი. კონცერტში მონაწილეობდნენ გორის უნივერსიტეტის შემოქმედებით ცენტრებში...

27 დეკემბერი, 2019 სრულად ნახვა