ინტერნეტ ჩართვა რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტთან

29 ივლისი,2019

29 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ინტერნეტ ჩართვა რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (UNINETTUNO). იტალიის მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი ლუკა გირელა.
ჩართვის ძირითად მიზანს წარმოადგენდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტისა და ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი 40 კრედიტიანი სასერტიფიკატო პროგრამების განხილვა.
ამასთან ერთად საუბარი შეეხო 5 ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის შერეული სწავლების ფორმატით განხორციელების შესაძლებლობას (კრიმინალური სამართალი, პრაქტიკული ფსიქოლოგია, ტურიზმი და სასტუმრო მენეჯმენტი, რეგიონალური ეკონომიკა და პოლიტიკა საჯარო მოხელეებისათვის, ფინანსები და საბანკო საქმე ). აღსანიშნავია, რომ დისტანციური სწავლების ფორმატით სასწავლო კურსების წარმართვას უზრუნველყოფს იტალიის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ხოლო ფორმალური სასწავლო კურსების სწავლებას - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
შეხვედრის დროს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეკითხვები დაესვათ პროფესორ გირელასთვის სააკრედიტაციო პროცესის შესახებ და მიეღოთ პასუხები დასმულ საკითხებზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა

2 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი შეხვდა გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებს და სკოლის დირექტორებს.

03 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან

1 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური მხარდაჭერის, კარიერული განვითარებისა და ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა...

02 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა