კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი

30 ივლისი,2019


30 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.
სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, გორის ვიცე მერმა, ქალბატონმა ეკატერინე სუხიშვილმა, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა, სოციალურ მეცნერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა, მარიკა შერაზადიშვილმა, განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა, ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა.
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა კურსდამთავრებულები წარჩინების სერტიფიკატებით დააჯილდოვა და საჩუქრად გადასცა უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების კრებული.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტები -გვანცა ხაბელაშვილი, ანი ეცადაშვილი და თამარ კუმლაძე, რომლებმაც დიდი სითბოთი გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები, მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პროფესორ–მასწავლებლებს დიდი ღვაწლისა და მხარდაჭერისთვის.
2018-2019 სასწავლო წელს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 373 სტუდენტმა დაასრულა საბაკალავრო საგანმანათლებლო, სამაგისტრო საგანმანათლებლო და მასწავლებლის მოზადების 60 კრედიტიანი პროგრამები.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი თითოეულ კურსდამთავრებულს ულოცავს ამ წარმატებას და ბედნიერ მომავალს უსურვებს მათ!

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები

1 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მასწავლებლის განათლების სამაგისტრო...

01 აგვისტო, 2019 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი

30 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები,...

30 ივლისი, 2019 სრულად ნახვა