პოლონეთის დელეგაცია

25 ოქტომბერი,2016

გორის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი დღეს პოლონეთის დელეგაციამ დაათვალიერა და საჩუქრად პოლონურენოვანი ლიტერატურა გადასცა. ქალაქ რაჩიეჰოვიცას და გრიფინოს თვითმმართველობების ხელმძღვანელებმა უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი სოსიაშვილთან შეხვედრისას ისაუბრეს რეგიონის განვითარებაში განათლებისა და უნივერსიტეტების როლზე, თანამშრომლობის აუცილებლობაზე და გამოთქვეს სურვილი, რომ პოლონეთის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებსა და გორის უნივერსიტეტს შორის ასევე გაფორმდეს თანამშრომლობის მემორანდუმი.
პოლონელი სტუმრების ინფორმაციით პირველი შემთხვევაა, როდესაც საზღავრგარეთ პოლონური ენა, როგორც უცხო ენა სავალდებულო საგნად ისწავლება უმაღლეს სასწავლებელში და ამიტომ პოლონეთმა ხელი უნდა შეუწყოს სტუტენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვას, პერსონალისთვის ერთობლივი პოლონურ-ქართული კვლევების ჩატარებას და სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. თავის მხრივ რექტორმა სტუმრებს გორის უნივერსიტეტის ფონდში დაცულ, ძველ პოლონურენოვან ლიტერატურულ მასალაზე მუშაობა და სამეცნიერო კვლევებისთვის მზაობა შესთავაზა.
რაჩიეჰოვიცას გამგებელმა მარეკ გაბზდილმა და გრიფინოს ვიცემერმა პაველ ნიკიტისნკიმ პირველი ერთობლივი საპროექტო განაცხადის შეტანა ევროკავშირის ფონდებში მომავალი წლისთვის დაგეგმეს.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან

მიმდინარე წლის 26 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს...

26 მარტი, 2024 სრულად ნახვა

ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა...

მიმდინარე წლის 26 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების...

26 მარტი, 2024 სრულად ნახვა