პოლონური მეცნიერების დღეებისადმი მიძღვნილი შეხვედრა

12 ივნისი,2019

2019 წლის 12 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პოლონური მეცნიერების დღეებისადმი მიძღვნილ შეხვედრას, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის კაზიმიჟ დიდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა: პროფ. აგნეშკა რიპელმა, პროფ. დანუტა იაშ რჟევსკიმ, დოქტ. აგნეშკა ბიელინსკამ და ანიელა ბეკიერ იასინსკამ. შეხვედრის მიზანი იყო პოლონური ენის შემსწავლელი კონტიგენტის გაცნობა და მათი ცოდნის ანალიზი განვითარების შემდგომ ეტაპზე. კაზიმიჟ დიდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ რექტორის მ/შ პროფ. ალექსანდრე მღებრიშვილს, რომელმაც პოლონური ენის სწავლების გაუმჯობესებული ვერსიის იდეაზე ისაუბრა, რომლის დანერგვაც შესაძლებელია მომავალი საწავლო წლიდან, კერძოდ: ორდონიანი პოლონური ენის სწავლების შემოტანა - დაწყებით (A1, A2) და B1 დონეებზე. მადლობა გადაუხადა პოლონური ენის მასწავლებელს გორის უნივერსიტეტში მის მიერ მომზადებული სტუდენტების წარმატებებისათვის ორი წლის განმავლობაში, რის შედეგადაც 16 სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო პოლონეთის მიერ შემოთავაზებულ საკონკურსო პროგრამებში: საბაკლავრო, სამაგისტრო, ერთწლიანი სტაჟირება და საზაფხულო სკოლები პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 14 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორ, ქალბატონ ელი...

14 თებერვალი, 2020 სრულად ნახვა

სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 14 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორ, ქალბატონ ელი...

14 თებერვალი, 2020 სრულად ნახვა