პროფესორ, ჰარუნ ჩიმქეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

20 ივნისი,2019

2019 წლის 20 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რიზეს უნივერსიტეტის პროფესორ, ჰარუნ ჩიმქეს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. სხდომის დასრულებისთანავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობა და პროფესურა პირდაპირ ჩართვით ესაუბრა პროფესორ ჰარუნ ჩიმქეს.
თურქ კოლეგას მორიგი წარმატება მიულოცა უნივერსიტეტის რექტორის მ/შ, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა. პროფესორმა თამილა გოგოლაძემ, ასოც პროფ. ქეთევან ბარბაქაძემ, პროფესორმა ოთარ ჯანელიძემ, რიზეს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, სოფიო მახაჭაშვილმა და სხვებმა.
ჩართვის დასასრულს ბატონმა ჰარუნ ჩიმქემ მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, ადმინისტრაციას და დამსწრე საზოგადოებას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

20 სექტემბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის და ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა...

20 სექტემბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრები დამსაქმებლებთან

გორის უნივერსიტეტში გრძელდება საგანამანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის შეხვედრები  დამსაქმებლებთან

20 სექტემბერი, 2019 სრულად ნახვა