პროფესორ რეფიქ თურანს საჩუქრად გადაეცა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი გამოცემული წიგნი

13 ივნისი,2019

თურქეთის საისტორიო საზოგადოების პატრონაჟით 2019 წლის 11-14 ივნისს, სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტში საერთაშორისო სიმპოზიუმი იმართება, სადაც მონაწილეობას იღებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი (მ/შ), პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და პროფესორი ოთარ ჯანელიძე.
11 ივნისს გაიმართა სიმპოზიუმის პლენარული სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდა პროფესორი ოთარ ჯანელიძე, რომელმაც ისაუბრა ქართულ-თურქული ურთიერთობების შესახებ, სიმპოზიუმის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა მასპინძელ უნივერსიტეტს და თურქეთის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარეს, პროფესორ რეფიქ თურანს საჩუქრად გადასცა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი გამოცემული წიგნი.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა

2 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი შეხვდა გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებს და სკოლის დირექტორებს.

03 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრა სტუდენტებთან

1 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური მხარდაჭერის, კარიერული განვითარებისა და ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა...

02 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა