საჯარო ლექცია თემაზე „მოსკოვის დონის მონასტერი - ბაგრატიონთა საძვალე“

18 ნოემბერი,2010

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტში კავკასიის ფონდის პრეზიდენტმა, ქართულ-ებრაული მუზეუმის დირექტორმა პროფესორმა გივი ღამბაშიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „მოსკოვის დონის მონასტერი - ბაგრატიონთა საძვალე“. რუსეთში ჩატარებულ არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა თავად გივი ღამბაშიძე, ექსპედიციაში მონაწილეობდა არქიტექორი კახა ქორიძე. ექსპედიციის მიზანი იყო ვახტანგ VI საძვალის აღმოჩენა და ნეშტის გადმოსვენება. სწორედ ამ ექსპედიციის შედეგებსა და პერიპეტიებს ეხებოდა საჯარო ლექცია. მის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ კახა ქორიძე და ნუგზარ ბაგრატიონი. ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მიესალმა სსიპ გორის საწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

RURD პროექტის ეროვნული კონსორციუმის შეხვედრა

2020 წლის 17 თებერვალს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის -„რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის...

19 თებერვალი, 2020 სრულად ნახვა

სამუშაო შეხვედრა

მიმდინარე წლის 14 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორ, ქალბატონ ელი...

14 თებერვალი, 2020 სრულად ნახვა