სამეცნიერო კონფერენცია - იპოვე შენი მომავალი ჩვენთან

24 სექტემბერი,2019

2019 წლის 24 სექტემბერს "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019" ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია - „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“, სადაც წარმოდგენილი იყო 30 ავტორის/თანაავტორის 22 მოხსენება.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს და სტუდენტებს უსურვა წარმატებები და ისაუბრა ახალგაზრდების სამეცნიერო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. ასევე, გააცნო უნივერსიტეტისა და სკოლების სამომავლო ერთობლივი პროექტები და დაგეგმილი სიახლეები, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს მომავალ სტუდენტებს. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის პროფესორმა ნელი გოგინაშვილმა.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა წარიმართა ექვს სექციაში.
დასასრულს, კონფერენციის მონაწილე სტუდენტები და მოსწავლეები, აგრეთვე მათი ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

საჯარო სკოლის პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს გორის უნივერსიტეტს, რექტორს და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტებით მათ ეძლევათ საშუალება წარმოაჩინონ სკოლისა და მოსწავლეების შესაძლებლობები.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა

გორის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს და ქართველი ებრაელების შემოქმედებას ეძღვნებოდა.

15 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრა

2 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი შეხვდა გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებს და სკოლის დირექტორებს.

03 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა