სამუშაო ვიზიტი

26 იანვარი,2015

24 იანვარს გორის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: პროფესორი თადეუშ ტომაშევსკი - ვარშავის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი იან მიხალეკი - ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანჯეი ლისოვსკი - გეოგრაფიისა და რეგიონთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ელჟბეტა ზიბერტი - ისტორიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქშიშტოფ კოსელა - ფილოსოფია- სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იან მალიცკი - აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ყოლბაია - აღმოსავლეთ ევროპის კვლევების კავკასიის მიმართულების ცენტრის ხელმძღვანელი.
სტუმრებს შეხვდნენ: გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია, გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ალექსანდრე მღებრიშვილი, კანცლერი გიორგი ხორბალაძე, სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანა იმნაძე, ფაკულტეტების დეკანები და ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე, დასახეს კონკრეტული გეგმები, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გორის უნივერსიტეტის სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეებმა სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს, სადაც წარმოდგენილი იყო ფოლკლორული ნომრები. ვიზიტის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან

მიმდინარე წლის 26 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ კუბერნატს...

26 მარტი, 2024 სრულად ნახვა

ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა...

მიმდინარე წლის 26 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლების...

26 მარტი, 2024 სრულად ნახვა