სამუშაო ვიზიტი

18 ივლისი,2019

2019 წლის 17 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტის „საველე სწავლება: გარემო, ნიადაგები, დაცული ტერიტორიები და ეკოტურიზმი“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ავსტრიის ბუნებრივი რესურსების და სიცოცხლის მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი, აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი - ვინფრიდ ბლუმი და საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც უსურვა წარმატებები და მხარეებთან სამომავლო ინსტიტუციური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ღონისძიების ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა პროექტის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია აზმაიფარაშვილმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის. პროექტში მონაწილეობას იღებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სტუდენტები ლადო გიგაური და მარიამ მსხალაძე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა

გორის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს და ქართველი ებრაელების შემოქმედებას ეძღვნებოდა.

15 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრა

2 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი შეხვდა გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებს და სკოლის დირექტორებს.

03 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა