შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან

22 ოქტომბერი,2010

სსიპ - გორის სასწავლო უნივერსიტეტში 22 ოქტომბერს ჩატარდა შეხვედრა უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკური აღზრდის III კურსის სტუდენტ ზაზა დავაძესთან, რომელიც გახდა მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში ახალგაზრდებს შორის. შეხვედრა გახსნა, ზაზა დავაძეს საპატიო სიგელი გადასცა, მიულოცა მიღწევები და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა.
ზაზა დავაძის წარმატებების და მიღწევების შესახებ ისაუბრა ალექსანდრე იაშვილმა, მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცეს მწერალმა ვანო ჩხიკვაძემ, სსიპ გორის უნივერსიტეტის სპორტის და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა სოსო ვაშაკიძემ, ასევე სსიპ გორის უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა მზია ზანგალაძემ. საბოლოოდ ზაზა დავაძემ მადლობა გადაუხადა რექტორს და პედაგოგებს, გაიხსენა ჩემპიონატის მსვლელობა და მნიშვნელოვანი მომენტები.
შეხვედრას ესწერებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სახალხო ზეიმი გაიმართა სოფელ არეშფერანში

კოსტა ხეთაგუროვის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით სახალხო ზეიმი გაიმართა ...

17 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრა რეაკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით

2019 წლის 16 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეაკრედიტაციის...

16 ოქტომბერი, 2019 სრულად ნახვა