ფაკულტეტის მისია

  • თავის სტუდენტებს სთავაზობს უახლეს სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროგრამებს.
  • ხელს უწყობს განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს მათი სურვილისა და უნარის მიხედვით შეისწავლონ თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით განახლებული საუნივერსიტეტო სპეციალობების შესაბამისი დისციპლინების სრული ციკლი.
  • მთავარ ამოცანად მიიჩნევს, მაქსიმალურად გამოავლინოს და განავითაროს თითოეული სტუდენტის ინტელექტუალური პოტენციალი, თეორიულ ცოდნასთან ერთად მათ გამოუმუშაოს პროფესიული ჩვევები.
  • მიზნად ისახავს სწავლებისა და კვლევის პროცესის თანხვედრას, ხელს უწყობს სტუდენტებს დარგის სფეროში უახლესი გამოცდილების ათვისებაში; კრიტიკული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების გამომუშავებაში.
  • უზრუნველყოფს, კურსდამთავრებული დაეუფლოს სპეციალობის ზოგად საფუძვლებს, ჰქონდეს კონკრეტული კომპეტენცია რომელიმე სფეროში; ფლობდეს კვლევის ხერხებსა და მეთოდოლოგიის საფუძვლებს; ერკვეოდეს თუ როგორ იცვლება სამეცნიერო ინტერესები, კატეგორიები და პრობლემები დროსთან ერთად.
  • შესაძლებელს ხდის მიღებული განათლების საფუძველზე ცოდნის დამოუკიდებლად გაფართოებას ან უფრო მაღალ საფეხურზე სწავლის გაგრძელებას.
  • ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს იმგვარად, რომ მისი კურსდამთავრებული იყოს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ამის გათვალისწინებით ფაკულტეტი მთავარ ამოცანად მიიჩნევს, მაქსიმალურად გამოავლინოს და განავითაროს თითოეული სტუდენტის ინტელექტუალური პოტენციალი, თეორიულ ცოდნასთან ერთად მათ გამოუმუშაოს პროფესიული ჩვევები.
  • მხარს უჭერს მართვის დემოკრატიულ მოდელს.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები

1 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მასწავლებლის განათლების სამაგისტრო...

01 აგვისტო, 2019 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი

30 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები,...

30 ივლისი, 2019 სრულად ნახვა