ფაკულტეტის მისია

ჰუმანიტარული ფაკულტეტი

  • სთავაზობს თავის სტუდენტებს უახლეს სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
  • მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტებს, მიიღონ ზოგადი ჰუმანიტარული განათლება, აგრეთვე კონკრეტული კომპეტენცი;
  • უზრუნველყოფს ძირითადი და მეორადი (დამატებითი) საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას;
  • მიზნად ისახავს საკუთარი საგანმანათლებლო და კვლევითი მოღვაწეობა შეუსაბამოს დროში ცვალებად სამეცნიერო, პოლიტიკურ და კულტურულ ინტერესებს;
  • ხელს უწყობს სტუდენტებს, მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, დაეუფლონ პრობლემათა მოძიების და დამოუკიდებელი კვლევის თანამედროვე ხერხებსა და მეთოდებს;
  • ქმნის ხელშემწყობ პირობებს სტუდენტთათვის კონსტრუქციული გზით კრიტიკული აზრის გამოსახატავად და თვითკრიტიკული უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად;
  • იძლევა ჰუმანიტარულ მეცნიერებებში კარიერის სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელების შესაძლებლობას;
  •  ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხელსაყრელი პირობების შექმნას სტუდენტთათვის და საკუთარი პერსონალისათვის;
  • პრიორიტეტს ანიჭებს ფაკულტეტის მართვაში აკადემიური და დამხმარე პერსონალის, სტუდენტთა და საზოგადოების ერთობლივ მონაწილეობას;
  • მხარს უჭერს მართვის დემოკრატიულ და დინამიურ მოდელს;
  • ინარჩუნებს მჭიდრო კავშირს ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან.

 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები

1 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მასწავლებლის განათლების სამაგისტრო...

01 აგვისტო, 2019 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი

30 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები,...

30 ივლისი, 2019 სრულად ნახვა