ფაკულტეტის მისია

• ფაკულტეტის გადაქცევა ეკონომიკისა და სამართლის დარგში ქვეყნის და განსაკუთრებით, შიდა ქართლის რეგიონის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სწავლების, კვლევის და მომზადების ცენტრად;
• ფაკულტეტის სტრუქტურული და პროგრამული მოდერნიზაცია-რეორგანიზაცია;
• უმაღლესი განათლების კანონის, მსოფლიო და ევროპული საგანმანათლებლო ტენდენციების მოთხოვნების შესაბამისად საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა და ოპტიმიზაცია.
• ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის სწავლის, კვლევის და თვითგანვითარებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს შექმნა;
• უმაღლესი აკადემიური და პროფესიული განათლების მქონე პირების _ მაგისტრების, ბაკალავრებისა და დიპლომირებული სპეციალისტების მომზადება;
• სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო ლიტერატურით, მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო ბაზით უზრუნველყოფა;
• შრომის ბაზარზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების გამოშვება, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან საფუძვლიანი მეთოდოლოგიური ცოდნით სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნესსა და სამართალში შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვეევებით;
• საზოგადოებრივი აღიარების მიღწევა.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

14 ივნისს გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია.

14 ივნისი, 2019 სრულად ნახვა

პროფესორ რეფიქ თურანს საჩუქრად გადაეცა საქართველოს დამოუკიდებლობის 100...

11 ივნისს გაიმართა სიმპოზიუმის პლენარული სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდა პროფესორი ოთარ ჯანელიძე, რომელმაც ისაუბრა ქართულ-თურქული ურთიერთობების შესახებ

13 ივნისი, 2019 სრულად ნახვა