გორის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი, პოტომაკის პოლიტიკური სწავლების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი დევიდ სმიტი

17 ივნისი, 2010

2010 წლის 16 ივნისს გორის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი, პოტომაკის პოლიტიკური სწავლების ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი დევიდ სმიტი. მან წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,საუბარი გეოპოლიტიკაზე: ამერიკა და საქართველო". ლექციას ესწრებოდნენ: გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ტელევიზიისა და პრესის წარმომადგენლები. რექტორმა ისაუბრა ბატონი დევიდის სტუმრობის მნიშვნელობაზე და მის მიერ წაკითხული თემის აქტუალობაზე, მადლობა გადაუხადა ბატონ დევიდს სტუმრობისათვის. ლექციის დასრულების შემდეგ მომხსენებელმა პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს.


     

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

15 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა ყოველწლიური მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლებისა და მეცნიერების...

15 ნოემბერი, 2019 სრულად ნახვა

საჯარო ლექცია

2019 წლის 11 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ააიპ „კავკასიური მოზაიკის“ და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის,...

12 ნოემბერი, 2019 სრულად ნახვა