საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS) 2018

05 ივნისი,2017


გერმანიის ბუნდესთაგი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ჰუმბოლტის უნივერსიტეტი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც გერმანიის ბუნდესთაგი აფინანსებს, უმაღლესი განათლების მქონე, პოლიტიკით დაინტერესებულ 120 ახალგაზრდას 41 ქვეყნიდან აძლევს შესაძლებლობას, გაიცნონ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საპარლამენტო მმართველობის სისტემა და მიღებული გამოცდილება გამოიყენონ საკუთარ სამშობლოში. საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS) გრძელვადიანი პოლიტიკური ინვესტიციაა, რომლის მიზანია გერმანიასა და პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეწყობა და გამყარება. პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნებისათვის. გერმანიის ბუნდესთაგს IPS-პროგრამით წვლილი შეაქვს დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში.

სტიპენდია

სტიპენდია მოიცავს ყოველთვიურ თანხას 500 ევროს ოდენობით, ბინის ხარჯს, სამედიცინო, უბედური შემთხვევისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის ხარჯებს და გერმანიაში გამგზავრებისა და იქიდან გამომგზავრების ხარჯებს.

პროგრამის მიმდინარეობა

IPS-პროგრამა გრძელდება ხუთი თვე (1 მარტიდან 31 ივლისამდე) და მოიცავს ღონისძიებებს, სემინარებს და პრაქტიკას ბუნდესთაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში.
საგანაცხადო წინაპირობები:

• საქართველოს მოქალაქეობა (შესაძლებელია ორმაგი მოქალაქეობა);
• დასრულებული უმაღლესი განათლება ნებისმიერ სპეციალობაში; დასაბუთებულ შემთხვევებში უმაღლესი განათლების დიპლომის წარმოდგენა შესაძლებელია 2017 წლის 31 დეკემბრამდე;
• გერმანული ენის ძალიან კარგად ცოდნა (ერთიანი ევროპული სტანდარტის მინიმუმ B2 საფეხური);
• დიდი ინტერესი პოლიტიკური და საზოგადეობრივი საქმინობისა და გერმანიის ისტორიისადმი;
• საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჩართულობა;
• ასაკობრივი ზღვარი: პროგრამის დასაწყისისთვის სტიპენდიატი ჯერ არ უნდა იყოს 30 წლის (არ უნდა იყოს დაბადებული 1988 წლის 1 მარტამდე);

2018 წლის პროგრამაში მონაწილეობისთვის საგანაცხადო ფორმა და წინაპირობები იხილეთ გერმანიის ბუნდესთადგის ვებ-გვერდზე http://www.bundestag.de/ips.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 2017 წლის 30 ივნისი

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში

მიმდინარე წლის 24 აპრილს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სტუმრობდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის...

24 აპრილი, 2024 სრულად ნახვა

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის

2024 წლის 17 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე „ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები და...

17 აპრილი, 2024 სრულად ნახვა