სტუმრები გორის უნივერსიტეტში

23 ივნისი, 2010

2010 წლის 21 ივნისს გორის უნივერსიტეტს ეწვივნენ როსტომ ჩხეიძე (კრიტიკოსი და მწერალი), გიორგი გოგოლაშვილი (პროფესორი), იოსებ ჭუმბურიძე (ჟურნალისტი), ნინო ვახანია (პროფესორი), სალომე კაპანაძე (პროფესორი), ზვიად კვარაცხელია (მწერალი და გამომცემელი), ეკა ბუჯიაშვილი (ჟურნალისტი) და ბაბუა ალუდაური (ლიტერატორი). მსახიობმა თინათინ ელბაქიძემ გორელ სტუდენტებთან წარმოადგინა ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლი «სამშობლო, როგორც უფალი...». სპექტაკლი აგებულია ოთხი მწერლის_როსტომ ჩხეიძის, მაკა ჯოხაძის, ლევან ბრეგაძის და გურამ ასათიანის პუბლიცისტურ წერილებზე. სტუდენტებმა და პროფესორ- მასწავლებლებმა დიდი ინტერესით მოისმინეს მონო-სპექტაკლი. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა მადლობა გადაუხადა თინათინ ელბაქიძეს დღეისათვის ასეთი საჭირო სპექტაკლისათვის და ბატონ როსტომს შეხვედრის ინიციატივისატვის.


      

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ სემინარი

2020 წლის 26 მაისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს...

26 მაისი, 2020 სრულად ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია სსიპ...

2020 წლის 26 მაისს, გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის...

26 მაისი, 2020 სრულად ნახვა