უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე, შეხვედრა კონსულტაციები შემდეგ საკითებზე:

26 აგვისტო,2019

გაცნობებთ, რომ 2019 წლის 2 სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე შედგება შეხვედრა-კონსულტაციები შემდეგ საკითხზე:

ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) ბუქარესტის 2019 წლის აპრილის შეხვედრაზე ორგანიზატორებმა წარმოადგინეს კონცეფცია - „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მომავალი: გვახსოვდეს წარსული, განვჭვრიტოთ მომავალი“, რომლის ძირითადი მიზანია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის „მმართველობისა და თემატური პრიორიტეტების განსაზღვრა 2020 წლის შემდეგი პერიოდისათვის“.

 რა ძირითადი ცვლილებები/გაუმჯობესება იქნება აუცილებელი უმაღლეს განათლებაში, იმისთვის რომ 2030 წლისთვის უნივერსიტეტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ითამაშონ საკუთარი ფუნდამენტური როლი საზოგადოების ფორმირებაში; რა უნდა იყოს სამომავლო ძირითადი პრიორიტეტები?

ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც გაკეთდება აქცენტი ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის რომის 2020 წლის მინისტერიალზე.

ბუქარესტის შეხვედრაზე შემოთავაზებული პრიორიტეტები დაჯგუფდა შვიდ ზოგად თემად, რომლებიცაა:
 უმაღლესი განათლების სოციალური როლი
 ჩართულობა უმაღლეს განათლებაში
 ინოვაციური, მოქნილი და სათანადო სწავლა და სწავლება
 მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა
 დიგიტალიზაცია
 ინტერნაციონალიზაცია და მობილობა
 მმართველობა და ავტონომია.
დეტალური ინფორმაცია შემოთავაზებული პრიორიტეტების თაობაზე იხილეთ ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის სამდივნოს 28.06.2019წ. წერილში BFUG WORK ON VISION AND THEMATIC PRIORITIES AFTER 2020 

ამ კონსულტაციების მიზანი შემდეგია:

  • ასახოს ის გამოწვევები, რომელთაც სავარაუდოდ წააწყდება უმაღლესი განათლება მომავალში; როგორ და რა ინსტრუმენტების მეშვეობით უნდა მოემზადონ ქვეყნები და დაწესებულებები მათ გადასალახად.
  • გადავწყვიტოთ, მოვახდენთ თუ არა აქცენტირებას უმცირესობათა პრიორიტეტებზე და განვსაზღვროთ ისინი.
  • მოვახდინოთ თითოეული პრიორიტეტისათვის სამოქმედო გეგმის იდენტიფიცირება, ქვეყნის მიერ სამი შესაძლო აქტივობის შეთავაზებით.
კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება.შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის...

05 აგვისტო, 2020 სრულად ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მიმდინარე წლის 22 ივლისს ხელი მოეწერა „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის მიერ წამოწყებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროექტს და გაფორმდდა...

22 ივლისი, 2020 სრულად ნახვა