2019-2020 წლის სასწავლო პროცესის ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტები

 

სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 02 სექტემბერი, 2019 -20 სექტემბერი, 2019;
ა.ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია პირველი წლის (2019-2020 სასწავლო წლის ჩარიცხვა) სტუდენტებისთვის- 16 სექტემბერი, 2019 - 20 სექტემბერი, 2019; 
ა.ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 16 სექტემბერი, 2019 - 10 იანვარი, 2020;
ა.გ) შუალედური გამოცდები - 21 ოქტომბერი, 2019 – 01 ნოემბერი, 2019;
ა.დ) დასკვნითი გამოცდები - 13 იანვარი, 2020 - 31 იანვარი, 2020;
ა.ე) დამატებითი გამოცდები - 03 თებერვალი, 2020 - 14 თებერვალი, 2020.
ა.ვ) საშობაო არდადეგები - 31 დეკემბერი-07 იანვარი. 
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 03 თებერვალი, 2020 – 21 თებერვალი, 2020;
ბ.ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 17 თებერვალი, 2020 – 05 ივნისი, 2020;
ბ.გ) შუალედური გამოცდები - 23 მარტი, 2020 - 03 აპრილი, 2020;
ბ.დ) დასკვნითი გამოცდები - 08 ივნისი, 2020 - 26 ივნისი, 2020;
ბ.ე) დამატებითი გამოცდები - 29 ივნისი, 2020- 10 ივლისი, 2020.

სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველი წლის (2019-2020 სასწავლო წლის ჩარიცხვა) სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადები

გ) შემოდგომის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 07 ოქტომბერი, 2019 – 11 ოქტომბერი, 2018;
გ.ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 07 ოქტომბერი, 2019 - 24 იანვარი, 2020;
გ.გ) შუალედური გამოცდები - 11 ნოემბერი, 2019- 22 ნოემბერი, 2019;
გ.დ) დასკვნითი გამოცდები - 27 იანვარი, 2020 - 14 თებერვალი, 2020;
გ.ე) დამატებითი გამოცდები - 17 თებერვალი, 2020 – 28 თებერვალი, 2020.
დ) გაზაფხულის სემესტრი:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 17 თებერვალი, 2020- 06 მარტი, 2020;
დ.ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 02 მარტი, 2020 - 19 ივნისი, 2020;
დ.გ) შუალედური გამოცდები - 06 აპრილი, 2020 -17 აპრილი, 2020;
დ.დ) დასკვნითი გამოცდები - 22 ივნისი, 2020 - 10 ივლისი, 2020;
დ.ე) დამატებითი გამოცდები - 13 ივლისი, 2020 - 24 ივლისი, 2020.

სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ბაკალავრიატში აბიტურიენტთა რეგისტრაციის (ხელშეკრულებების გაფორმება) ვადაა 2019 წლის 02 სექტემბერი - 2019 წლის 12 სექტემბერი.

აბიტურიენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
ა) პირადობის მოწმობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი (დედნის წარმოდგენით);
ბ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი; 
დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

ა) განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით); 
ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (გარდა ამ პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის არსებობისა);
გ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
ე) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ვ) მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

შენიშვნა: უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა 

ა) განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით); 
ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ) უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (გარდა ამ პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის არსებობისა);
გ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
ე) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში; 
ვ) მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

შენიშვნა: უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სისხლის უანგარო დონორის აქცია

20 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" ინიციატივით გაიმართა სისხლის უანგარო დონორის აქცია "გაუზიარე...

21 ნოემბერი, 2019 სრულად ნახვა

შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან

20 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან.

21 ნოემბერი, 2019 სრულად ნახვა