კვლევითი დიზაინისა და კვლევითი მეთოდების განვითარების პროგრამა

14 დეკემბერი,2015

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება პროგრამა, რომლის მიზანია აკადემიური კვლევების, კვლევითი დიზაინისა და კვლევითი მეთოდების განვითარება, ასევე საქართველოში კვლევების ხელშეწყობა, როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით.
აღნიშნული პროგრამის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს საქართველოში დაგეგმილი მოკლევადიანი სემინარი კვლევების დიზაინსა და მეთოდებზე, რომელიც 2016 და 2017 წლებში ჩატარდება, ასევე აკადემიური წერის (writing mentorship) ონლაინ პროგრამა. ორივე პროგრამა უპირველესად განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისთვის, თუმცა მონაწილეობა სხვა საფეხურის სტუდენტებსაც შეუძლიათ. ზაფხულის სემინარის მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას 1000 აშშ დოლარამდე, ხოლო აკადემიური წერის პროგრამის მონაწილეები 500 აშშ დოლარამდე. 2016 წლის ზაფხულის სემინარის ჩატარების თარიღია 18 ივლისი - 5 აგვისტო. სემინარი ჩატარდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
დეტალური ინფორმაციისათვის, მათ შორის სემინარისთვის და ონლაინ პროგრამისთვის განაცხადის წარსადგენად შეგიძლიათ იხილოთ www.georgiaresearch.gmu.edu, კითხვების შემთხვევაში კი დაუკავშირდეთ gepolicy@gmu.edu.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები

1 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მასწავლებლის განათლების სამაგისტრო...

01 აგვისტო, 2019 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი

30 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები,...

30 ივლისი, 2019 სრულად ნახვა