სასწავლო სტიპენდიები

14 დეკემბერი,2015

მოქმედებს საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისთვის შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად:
10 სასწავლო სტიპენდია სრული და ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის სოფლის მეურნეობის სფეროში, 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებაში. უნგრეთის მხარე ასევე სთავაზობს ქართულ მხარეს 5 სტიპენდიას სრული სადოქტორო პროგრამისათვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ სფეროში.
ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში სწავლების პერიოდი მოიცავს ერთ აკადემიურ წელს და სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსთვის გამოყოფილი სფეროების მიხედვით: სოფლის მეურნეობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მდგრადი განვითარება, საექთნო საქმე, ინჟინერია და ტექნოლოგია, წყლის რესურსების მართვა, ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირება; სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში არჩევანი თავისუფალია (იხ. „ექსელის“ფაილი 1).
სტუდენტებს მოეთხოვებათ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამისთვის აუცილებელი უცხო ენის გარკვეულ დონეზე ფლობა. (იხ. „ექსელის“ ფაილი 2)
სტუდენტებისთვის სწავლის პროცესის უნგრულ ენაზე წარმართვის შემთხვევაში, ისინი გაივლიან უნგრული ენის ერთწლიან მოსამზადებელ კურსს. უნგრულ ენასთან ერთად სტუდენტები ასევე გაივლიან მათ მიერ არჩეულ სფეროსთან დაკავშირებულ საგნებს.
აქვე გაცნობებთ, რომ ონლაინ სააპლიკაციო სისტემა გაიხსნება 2016 წლის იანვარში და დაიხურება 2016 წლის 1 მარტს.
მოთხოვნილი საბუთების მიღება პარალელურ რეჟიმში იწარმოებს როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემდეგ ელ-ფოსტებზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge, აგრეთვე სასტიპენდიო პროგრამის სააპლიკაციო ბმულზე, რომელიც გაიხსნება 2016 წლის იანვარში და დაიხურება 2016 წლის 1 მარტს.
დეტალური ინფორმაცია უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „Pdf” ფაილში.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები

1 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მასწავლებლის განათლების სამაგისტრო...

01 აგვისტო, 2019 სრულად ნახვა

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი

30 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები,...

30 ივლისი, 2019 სრულად ნახვა