პროფესიული ცენტრის დებულება


სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) პროფესიული განათლების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) მიზნებს, ამოცანებს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. გადაწყვეტილებას ცენტრის შექმნის, რეორგანიზაციის და გაუქმების შესახებ იღებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.
3. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულებისა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. ცენტრი შედის უნივერსიტეტის შემადგენლობაში.
5. ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ კანონმდებლობით საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მუხლი 2. ცენტრის მიზნები და ამოცანები

1. ცენტრის მიზნები და ამოცანებია:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული მომზადების პროგრამების და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელება;
ბ) თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მატარებელი და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება;
გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა;
ე) პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნების დაკმაყოფილება.
2. თავის მიზნების მისაღწევად ცენტრის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, კერძოდ:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განვითარების პროცესის, პროფესიული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას;
ბ) პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მოწვევის პროცედურების ორგანიზებას, სასწავლო პროცესის ადმინისტრირებას;
გ) პროფესიული სტუდენტების კარიერულ განვითარებასთან და დამსაქმებლებთან ურთიერთობის პროცესის წარმართვას;
დ) წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განხორციელებას.

მუხლი 3. ცენტრის საქმიანობის სფერო

1. ცენტრის საქმიანობა ხორციელდება ცენტრის ხელმძღვანელის და ცენტრში დასაქმებული პერსონალის მიერ, წინამდებარე დებულებით განსაზღვრული პერსონალის სამუშაო აღწერილობის შესაბამისად.
2. ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების კოორდინირებას, კანონმდებლობის შესაბამისად, რაც მოიცავს პროფესიულ სტუდენტთა მისაღები კონტიგენტის განსაზღვრას; პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო/საშემოდგომო მიღების ორგანიზებას; აპლიკანტთა ჩარიცხვის/პროგრამის სასწავლო გეგმის/სასწავლო ცხრილის განხორციელების პროცესის კონტროლს; პროფესიული სტუდენტების შეფასების/საგამოცდო პროცესის კოორდინაციას; პროფესიული სტუდენტის კვალიფიკაციის მინიჭების, სტატუსის შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის და მობილობის პროცესის კოორდინირებას და სხვა;
ბ) პროფესიული სტუდენტების, პროფესიული განათლების მასწავლებლების და პროფესიული პროგრამის განხორციელებაში ჩართული სხვა პერსონალის სისტემატიური შეფასების პროცესის კოორდინაციას, შეფასების ინსტრუმენტების შესაბამისად;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათების განაწილების პროცესის კოორდინაციას;
დ) პროფესიულ სტუდენტთა სტატუსის წარმოშობის, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის და მობილობის სამართლებრივი აქტების საფუძველზე ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნას და პროფესიულ სტუდენტთა კონტიგენტის/რაოდენობის სტატისტიკურ აღრიცხვას;
ე) პროფესიული განათლების მასწავლებლების და სხვა პერსონალის მუშაობის ხარისხის შეფასებას;
ვ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებთან უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების კოორდინაციას.
ზ) საქართველოს კანომდებლობის შესაბამისად ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში სხვა მოქმედებების განხორციელებას.

მუხლი 4. ცენტრის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორთან შეთანხმებით.

2. ცენტრის ხელმძღვანელი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ვალდებულია რაციონალურად გაანაწილოს შესასრულებელი სამუშაო წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სამუშაოთა აღწერილობისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად და გააკონტროლოს შესრულებული სამუშაოს ხარისხი;
გ) უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ცენტრის პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია ცენტრის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ე) წარადგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს უნივერსიტეტის რექტორის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;
ვ) უზრუნველყოფს ცენტრის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ზ) უზრუნველყოფს უნივერსიტეტში შიდამიმოწერის (მიმართვა, მოხსენებითი ბარათი, სამსახურეობრივი ბარათი) სრულყოფას საქმისწარმოების წესის მიხედვით ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
3. ცენტრის პერსონალია პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი და ადმინისტრაციის სხვა პერსონალი, რომელთა მუშაობას კოორდინირებას უწევს ცენტრის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ცენტრში განსაზღვრულია შემდეგი საშტატო ერთეულები:
ა) ხარისხის მართვის მენეჯერი;
ბ) სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი;
გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
დ) პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი;
ე) რეესტრის წარმოების მენეჯერი;
ვ) ბიბლიოთეკარი;
ზ) IT მენეჯერი;
თ) ფინანსური მენეჯერი;
ი) მატერიალური უზრუნველყოფის მენეჯერი;
კ) იურისტი;
ლ) პროფესიულ სტუდენტთა საქმის მწარმოებელი;
მ) მედდა;
ნ) კომენდანტი;
ო) დაცვის თანამშრომელი;
პ) მონიტორინგი;
ჟ) დამლაგებელი.

4. ხარისხის მართვის მენეჯერი:

ა) ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის მიღწევას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვით;
ბ) შეიმუშავებს პროფესიული განათლების მასწავლებლების პერიოდული შეფასების მექანიზმებს, ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს შეფასების პროცესის მონიტორინგს;
გ) უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტების სისტემატურ გამოკითხვას შესაბამისი კითხვარების მიხედვით; ახდენს შედეგების ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს; აკონტროლებს პროფესიული განათლების მასწავლებელთა შეფასების ინსტრუმენტების და სასემინარო მასალის ვალიდურობას;
დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და შესაბამის სამოქმედო გეგმას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით;
ე) ახორციელებს ავტორიზაციის/აკრედიტაციის და თვითშეფასების პროცესს დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების, პერსონალისა და პროფესიულ სტუდენტთა შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებას და ანალიზს;
ზ) კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ნაწილში უნივერსიტეტის თვითშეფასების პროცესს და ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას;
თ) მონაწილეობს პროფესიული განათლების მასწავლებელთა სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამუშაო დატვირთვის განაწილების პროცესში;
ი) სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერთან ერთად მონაწილეობს პროფესიულ სტუდენტთა მისაღები კონტიგენტის განსაზღვრაში, ორგანიზებას უწევს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო/საშემოდგომო მიღებას;
კ) პროფესიულ სტუდენტთა მიერ სასწავლო მასალის უკეთ დაძლევის მეთოდების საკითხებზე ახორციელებს შეხვედრებს მოდულების განმახორციელებლ პერსონალთან;
ლ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

5. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი:

ა) მონიტორინგს უწევს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესის მიმდინარეობას;
ბ) სალექციო და პრაქტიკული საათების გაცდენების შემთხვევაში გეგმავს დამატებითი საათების ჩატარების გრაფიკს და უზრუნველყოფს მის რეალიზაციას;
გ) აღრიცხავს და აკონტროლებს პროფესიულ მასწავლებელთა შეფასებების იდენტურობას მოდულების შედეგების შესაბამისად;
დ) პროფესიული განათლების მასწავლებელთან ერთად ადგენს შეფასების ინსტრუმენტებს და პასუხისმგებელია მის ვალიდურობაზე;
ე) კოორდინაციას უწევს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კალენდარული გეგმებისა და მოდულების/სილაბუსების შემუშავებას;
ვ) მონაწილეობს პროფესიული განათლების მასწავლებელთა სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამუშაო დატვირთვის განაწილების პროცესში;
ზ) ამზადებს სასწავლო ცხრილებს და მონიტორინგს უწევს მათი განხორციელების პროცესს;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში;
ი) კონსულტირებას უწევს შშმ/სსსმ პირებს და მათ ოჯახებს პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ, ახდენს მხარდაჭერას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
კ) განსაზღვრავს შშმ/სსსმ პროფესიულ სტუდენტთათვის სასწავლო პროცესს და სასწავლო გარემოს მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
ლ) ახდენს პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სხვა სპეციალისტთა კონსულტირებას და მხარდაჭერას შშმ/სსსმ პროფესიულ სტუდენტთა სწავლების პროცესში;
მ) ხარისხის მართვის მენეჯერთან ერთად მონაწილეობს პროფესიულ სტუდენტთა მისაღები კონტიგენტის განსაზღვრაში, ორგანიზებას უწევს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო/საშემოდგომო მიღებას;
ნ) კოორდინირებას უწევს პროფესიული სტუდენტის კვალიფიკაციის მინიჭების, სტატუსის შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის და მობილობის პროცესს;
ო) ახორციელებს განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტების კალენდარული გეგმით გათვალისწინებული სქემით ჩაბარების მონიტორინგს და მათ შენახვას საცავში;
პ) აწარმოებს უწყისების შევსებას და პასუხისმგებელია მათ სისწორეზე;
ჟ) უზრუნველყოფს კალენდარული გეგმების გაკეთებას, განმსაზღვრელი შეფასებების დაბეჭვდას და მიწოდებას პროფესიული განათლების მასწავლებლებისადმი;
რ) ხარისხის მართვის მენეჯერთან ერთად ადგენს პროფესიული დიპლომის დანართს და მისი დიპლომთან ერთად გაცემის მიზნით კოორდინირებულად მუშაობს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან;
ს) პასუხისმგებელია შეფასების უწყისების და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგების დადასტურების დოკუმენტაციის (პროტფოლიო) დამუშავება/შენახვაზე;
ტ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

6. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

ა) გეგმავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის პოპულარიზაციას;
ბ) უზრუნველყოფს ცენტრში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირებულობას, რაც მოიცავს ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის, როგორც ტექსტური, ასევე ფოტომასალის განთავსებას უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე IT მენეჯერთან ერთად;
გ) უზრუნველყოფს ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ჩატარებას;
დ) უზრუნველყოფს სტუმრების დახვედრის, მიღების ორგანიზებას, მათთვის სამუშაო და კულტურული პროგრამის დამუშავება-რეალიზებას;
ე) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიწოდებას საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და ღონისძიებების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს ცენტრის სახელით ოფიციალური მიმართვების, განცხადებებისა და პრესრელიზების გამოქვეყნებას;
ზ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

7. პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი:

ა) მოიპოვებს შესაბამის უფლებას და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებთან აწყობს პერიოდულ პრეზენტაციებს მოდულური პროფესიული პროგრამების სწავლების სპეციფიკის და დასაქმების პერსპექტივების თაობაზე;
ბ) კონსულტაციებს უწევს პროფესიულ სტუდენტებს პროფესიული ორიენტაციისა და დასაქმების საკითხებზე;
გ) უზრუნველყოფს დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინირებას. რეგულარული კონტაქტების დამყარებას დამსაქმებლებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
დ) დახმარებას უწევს პროფესიულ სტუდენტებს კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს მოძიებისა და დასაქმების საკითხებში;
ე) მოიძიებს დამსაქმებელ ორგანიზაციებს და მართავს მოლაპარაკებებს სტუდენტთა დასაქმების მიზნით;
ვ) უზრუნველყოფს დამსაქმებლებთან მიზნობრივი შეხვედრების მოწყობას. დასაქმების ფორუმების ორგანიზებასა და ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინირებას, როგორც შინაარსობრივი, ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით;
ზ) ამყარებს კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან;
თ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

8. რეესტრის წარმოების მენეჯერი:

ა) ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტანას და განახლებას;
ბ) რექტორის მიერ გამოცემული შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა შესახებ ინფორმაციის შეტანას პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
გ) პროფესიულ სტუდენტთა სტატუსის წარმოშობის, შეჩერებისა და შეწყვეტის სამართლებრივი აქტების საფუძველზე ქმნის და მონიტორინგს უწევს ალექტრონულ მონაცემთა ბაზას;
დ) თანამშრომლობს უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებასთან საგანმანათლებლო რეესტრის წარმოების მიზნით;
ე) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

9. ბიბლიოთეკარი:

ა) ახდენს პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალის მომსახურებას შესაბამისი სახელმძღვანელოს ან ლიტერატურის მოძებნასა და გაცემაში;
ბ) უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო პრინციპით მოწესრიგებული კატალოგის (ქაღალდის ან ელექტრონულ მატარებელზე) წარმოებას;
გ) აწარმოებს წიგნადი და არაწიგნადი ფონდის სარეგისტრაციო ჟურნალს და მკითხველთა ბარათებს;
დ) ცენტრის ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე ინტერნეტის საძიებო სისტემებში მოიძიებს ელექტრონულ სასწავლო ან/და თვალსაჩინო მასალას სასწავლო მოდულების შესაბამისად;
ე) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ წიგნების გატანისა და დაბრუნების აღრიცხვას;
ვ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

10. IT მენეჯერი:

ა) ახორციელებს ცენტრის კომპიუტერული ქსელის მართვას და ადმინისტრირებას;
ბ) უზრუნველყოფს ცენტრის კომპიუტერული პარკის გამართულ ტექნიკურ მუშაობას და პროგრამულ უზრუნველყოფას;
გ) პასუხისმგებელია ცენტრში კომპიუტერული ქსელის გამართული ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებაზე;
დ) უზრუნველყოფს ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოდიფიცირებას და პროგრამული უზრუნველყოფას;
ე) ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ცენტრის საინფორმაციო სოციალური ქსელების განვითარებას;
ვ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

11. ფინანსური მენეჯერი:

ა) მონაწილეობს ბიუჯეტის პროექტის შედგენის პროცესში ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის წარსადგენად;
ბ) აწარმოებს დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების ანალიზს და საბუღალტრო აღრიცხვას;
გ) აწარმოებს საბუღალტრო პირველადი დოკუმენტების დამუშავებას;
დ) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშების და სხვა საბუთების დადგენილი წესით არქივში ჩაბარებას;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყაროების მიხედვით მიღებული სახსრების და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების განცალკევებულ აღრიცხვას, არასაოპერაციო შემოსავლების აღრიცხვას და კონტროლს;
ვ) მონაწილეობს ბალანსის შედგენაში;
ზ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

12. მატერიალური უზრუნველყოფის მენეჯერი:

ა) უზრუნველყოფს სასწავლო მიზნებისთვის საჭირო მასალების, ასევე სამეურნეო საჭიროებისათვის საჭირო მასალების დროულად მომარაგებას;
ბ) მონაწილეობს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განმტკიცებაში;
გ) კოორდინაციას უწევს კომუნალური მომსახურების და გათბობის უზრუნველყოფას;
დ) კონტროლს უწევს შენობა–ნაგებობის, მოწყობილობების, განათების, გათბობის, საკანალიზაციო, წყალგაყვანილობის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა სისტემების გამართულ ფუნქციონირებასა და მათი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას;
ე) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

13. იურისტი:

ა) სამსახურეობრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ცენტრის პერსონალს;
ბ) უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში;
გ) უზრუნველყოფს უნივერსიტეტში გასაფორმებელი სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების სამართლებრივი ექსპერტიზას (შეთანხმება) ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში;
დ) იხილავს იურიდიული და ფიზიკური პირების განცხადებებს და მონაწილეობს მათ განხილვაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზით ადასტურებს, ითანხმებს ცენტრის საქმიანობის ფარგლებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ბრძანებების, წერილების და ხელშეკრულებების პროექტებს;
ზ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

14. პროფესიულ სტუდენტთა საქმის მწარმოებელი:

ა) ქმნის პროფესიული სტუდენტთა პირად საქმეებს, პასუხისმგებელია მათ წარმოებასა და შენახვაზე;
ბ) ორგანიზებას უწევს პროფესიულ სტუდენტთან ხელშეკრულებების გაფორმებას;
გ) აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზას და აწარმოებს პროფესიულ სტუდენტთა კონტიგენტის/რაოდენობის სტატისტიკურ აღრიცხვას;
დ) შესაბამის მომსახურებას უწევს პროფესიულ სტუდენტებს; პასუხისმგებელია პროფესიული სტუდენტების ცნობების მომზადებასა და გაცემაზე;
ე) კინძავს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აბარებს არქივს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა პირად საქმეებს;
ვ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

15. მედდა:

ა) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტებისა და თანამშრომლების პირველად სამედიცინო დახმარებას;
ბ) აკონტროლებს პროფესიულ სტუდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობას;
გ) აწარმოებს მედიკამენტების და პირველადი სამედიცინო საშუალებების შემოტანა-გაცემის აღრიცხვას;
დ) ამზადებს პერიოდულ ანგარიშს შესაძენი მედიკამენტების და პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ;
ე) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელია სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დროულ გამოძახებაზე;
ვ) აწარმოებს მედიკამენტების ვადების კონტროლს;
ზ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

16. კომენდანტი:

ა) უზრუნველყოფს ცენტრის მატერიალური-ტექნიკური ბაზის გაფრთხილებასა და დაცვას;
ბ) ახორციელებს ცენტრში სამუშაო და სასწავლო პროცესისათვის სათანადო პირობების შექმნას თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) კონტროლს უწევს სასწავლო კორპუსში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სისუფთავის დაცვას. ამ მიზნით აძლევს მითითებებს დამლაგებლებს;
დ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

17. დაცვის თანამშრომელი:

ა) აკონტროლებს სასწავლო კორპუსში და მის ტერიტორიაზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას და პასუხისმგებელია მასზე;
ბ) სამუშაო დღის ბოლოს დამატებით აკონტროლებს აუდიტორიებისა და კაბინეტების უსაფრთხოებას (ელექტროგაყვანილობა, სანტექნიკა, კარ-ფანჯარა, სიგნალიზაცია); პასუხისმგებელია აუდიტორიების, სასწავლო ბაზების და სხვა ობიექტების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე;
გ) მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და მოწოდებულია დაიცვას პროფესიული სტუდენტები, პერსონალი და ქონება, აგრეთვე უზრუნველყოს უსაფრთხო და მშვიდი სამუშაო და სასწავლო გარემო;
დ) ხელმძღვანელობს შენობის სრული ან ნაწილობრივი ევაკუაციის პროცესს საგანგებო სიტუაციების დროს;
ე) უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და უსაფრთხოებას;
ვ) უზრუნველყოფს უწესრიგობისა და ხმაურის აღკვეთას;
ზ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

18. მონიტორინგი:

ა) ახორციელებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგს;
ბ) აფიქსირებს შემოწმების პროცესში გამოვლენილ დარღვევებს;
გ) მონიტორინგს უწევს პროფესიული განათლების მასწავლებელთა მიერ პროფესიულ სტუდენტთა დასწრების აღრიცხვის ჟურნალების წარმოებას;
დ) ახორციელებს ცენტრის პერსონალის მონიტორინგს და მონიტორინგის განხორციელებისას მოპოვებულ მასალებს წარუდგენს ცენტრის ხელმძღვანელს შემდგომი რეაგირების მიზნით;
ე) ამოწმებს პროფესიული განათლების მასწავლებელთა გამოცხადებას და მათ მიერ ლექციის გაცდენის შემთხვევაში მონაცემებს გადასცემს სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერს;
ე) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

19. დამლაგებელი:

ა) უზრუნველყოფს სასწავლო კორპუსში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სისუფთავისა და ჰიგიენული პირობების დაცვას;
ბ) ახორციელებს კომენდანტის მითითებებს;
გ) ასრულების საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს და რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და ცენტრის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.
20. ცენტრს, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძლება ჰყავდეს თანამშრომლები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორთან შეთანხმებით.
მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდბელობით დადგენილი წესით.