მთავარი - სარჩევი - კონტაქტი - გალერეა - ძიება - ბმულები - ელ_ფოსტა - English Version
უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესი
შესვლა
?????????
     

     

     

     

     

     

     

     

    

გორის უნივერსიტეტის ყოველწლიური მესამე საერთაშორისო კონფერენცია 'განათლება და განვითარება'
კონკურსი
ბრძანებები
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
გორის უნივერსიტეტი

ქ. გორი, ბესიკის ქ. #2.            2 besiki Street, Gori
ტელ.: 8270 7 2413            Phone: 8270 7 2413




ბ რ ძ ა ნ ე ბ ა # 1-


ქ. გორი                                                                                                                  ---12-- ----11----- 2008წ.



სსიპ-გორის უნივერსიტეტში სრული პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, სსიპ-გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 6 ნოემბრის ¹26 დადგენილების და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 7 ნოემბრის ¹21 გადაწყვეტილების, ფაკულტეტების დეკანების მოვალეობის შემსრულებლების მომართვების საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-გორის უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ფაკულტეტების მიხედვით.
2. კონკურსი ცხადდება 2008 წლის 12 ნოემბერს.
3. დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 12 იანვარი;
4. კონკურსი ცხადდება სრული პროფესორის 21 საშტატო, ასოცირებული პროფესორის 13საშტატო და ასისტენტ-პროფესორის 2 საშტატო ერთეულზე, მათ შორის:


I. განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე:
1. ბიოლოგიის განხრით – 1 სრული პროფესორი
2. ქართული ენის განხრით – 1 სრული პროფესორი
3. ქართული ლიტერატურის განხრით – 1 სრული პროფესორი
4. ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით – 1 ასოცირებული პროფესორი
5. ისტორიის განხრით – 1 სრული პროფესორი
6. პედაგოგიკის განხრით – 1 სრული პროფესორი
1 ასოცირებული პროფესორი
7. ფსიქოლოგიის განხრით – 1 ასისტენტ- პროფესორი
8. კომპიუტერული ტექნოლოგიების განხრით – 2 სრული პროფესორი
9. მათემატიკის განხრით – 3 სრული პროფესორი


II. ჰუმანიტარული ფაკულტეტზე:
1. ქართული ენის განხრით – 1 სრული პროფესორი
2 ასოცირებული პროფესორი
2. ქართული ლიტერატურის განხრით – 2 სრული პროფესორი
3. ისტორიის განხრით – 2 ასოცირებული პროფესორი
4. ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით –
1 სრული პროფესორი,
1 ასისტენტ-პროფესორი
5. გერმანული ენისა და ლიტერატურის განხრით –
1 სრული პროფესორი
1 ასოცირებული პროფესორი


III. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე:
1. ჰუმანიტარული მეცნიერებების განხრით – 1 სრული პროფესორი
3 ასოცირებული პროფესორი
2. ქართული ენის განხრით – 1 სრული პროფესორი
3. ჟურნალისტიკის განხრით – 1 სრული პროფესორი
1 ასოცირებული პროფესორი
4. სამართალმცოდნეობის განხრით:
a) სისხლის სამართალი – 1 სრული პროფესორი
1 ასოცირებული პროფესორი
b) სამოქალაქო სამართალი – 1 სრული პროფესორი
1 ასოცირებული პროფესორი
გ) ადმინისტრაციული სამართალი – 1 სრული პროფესორი
5. სსიპ-გორის უნივერსიტეტის სრული პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სალექციო კურსის სილაბუსი;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ამონაბეჭდი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.
თ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. სსიპ-გორის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
7. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ.
8. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს სსიპ-გორის უნივერსიტეტის კანცელარიაში 2008 წლის 12 დეკემბრიდან 2009 წლის 12 იანვრის 17 საათამდე. ქ. გორი, ბესიკის ქ. ¹2.
9. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (თბილისი, უზნაძის ¹52) შემდეგ გორის რაიონულ სასამართლოში (გორი, ჯორბენაძის ¹30)



              რექტორი, პროფესორი:                   ზ. ცოტნიაშვილი


               იურისტი:           მ. ფირანიშვილი




დაბეჭდვა