ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, გორის უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტუდენტ-ტრენერთა მიერ გორის ხუთ საჯარო სკოლაში წარმატებით ჩატარდა პირველი ტრენინგები.
სტუდენტ-ტრენერებმა გამოავლინეს თეორიული ცოდნა და მომზადების მაღალი დონე. ტრენინგზე აქტიურობდნენ მოსწავლეებიც. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ტრენინგის თემატიკა.