საქართველოსთვის დღეს ერთობ მნიშვნელოვანი პრობლემაა მოქალაქეთა დასაქმება. ამ თვალსაზრისით მნიშვენლოვანია გორის უნივერსიტეტის რექტორის, პროფ. ზაზა ცოტნიაშვილის ვიზიტი ქალაქ ლარნაკაში, სადაც იგი მონაწილობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ 40 დელეგაციასთან ერთად კონფერენციაში თემაზე: „სწავლა სიცოცხლის ბოლომდე - ასაკოვანი ადამიანების განათლება.“
დისკუსია წარმოაჩენს, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აქტიურად უჭერენ მხარს მოქალაქეების მუდმივ გადამზადებას და ნებისმიერ ასაკში მათთვის შესაბამისი (შრომის ბაზარზე მოთხოვნადი) კვალიფიკაციის მინიჭებას. მათი დევიზია: „არასოდეს ხარ ასაკოვანი სწავლისთვის“.ასეთი მიდგომა განაპირობებს ამ ქვეყნებში დაუსაქმებლობის დაბალ პროცენტს.
გორის უნივერსიტეტი ასეთი გამოცდილებით შეეცდება შესაბამისი გადამზადების სტიმულირებას, რაც ორიენტირებული იქნება მოსახლეობის ეფექტურ განათლებაზე და შემდგომ მათ დასაქმებაზე.