მთავარი - სარჩევი - კონტაქტი - გალერეა - ძიება - ბმულები - ელ_ფოსტა - English Version
უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესი
შესვლა
?????????
     

     

     

     

     

     

     

     

    

გორის უნივერსიტეტის ყოველწლიური მესამე საერთაშორისო კონფერენცია 'განათლება და განვითარება'
12-15.05.2009|
სიახლეები მიმდინარე წლის 12 მაისიდან 15 მაისამდე გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა ქალაქ ოსლოში, სადაც დისტანციური სწავლების სისტემების შესახებ მიმდინარე კონფერენციას დაესწრო.
კონფერენციაზე მის მიერ დაყენებული იქნა წინადადება გორის უნივერსიტეტის ცნობილ ორგანიზაცია EDAL-ში (დისტანციური სწავლების ევროპული ასოციაცია) გაწევრიანების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, კონფერენციაზე დაყენებულ საკითხს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები გაგებით შეხვდნენ. გადაწყდა, რომ ასოციაციის უახლოეს სხდომაზე დადგება EDAL-ში გორის უნივერსიტეტის ასოცირებულ წევრად მიღების საკითხი. პროცედურებისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია წარედგინა ასოციაციის პრეზიდენტს, ბატონ დირკ ვან დერ მარს.
კონფერენციის მონაწილეები ოსლოს მერიაში, ოფიციალურ მიღებაზე მიიწვიეს. ოსლოს ვიცე მერმა ისაუბრა დისტანციური სწავლების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე. იგი განსაკუთრებით დაინტერესდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებით .
გორის უნივერსიტეტის EDAL-ში გაწევრიანების შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორებს და სტუდენტებს ექნებათ საშუალება, გამარტივებული წესით, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში.
დაბეჭდვა