გორის უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკა, რომელიც ამერიკის იურისტთა ასოციაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ფუნქციონირებს, რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდა ტრენინგების კურსს გორის სხვადასხვა საჯარო სკოლასთან. ტრეინინგების მიზანი იყო საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდება სამართლის სხვადასხვა საკითხზე. ტრენინგებს უძღვებოდნენ გორის უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები.
2009 წლის 15 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაცია - ,,ბილიკის" ბავშვებისათვის პრაქტიკული სამართლის კლინიკაში დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
გორის უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკა უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე წარმატებული პროექტის განხორციელებას გეგმავს, სამართლის სხვადასხვა საკითხზე ტრეინინგების ჩატარება ასევე გაგრძელდება გორის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის.