|
შესვლა |
 |
|
|
|
|
|
|
|
01.07.2009|
|
 25–28 ივნიის, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ქალაქ სტამბოლში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „კავკასიის ენერგო უსაფრთხოება და თურქეთი“. მასში მონაწილეობდნენ ცნობილი ნორვეგიელი, რუსი, თურქი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ქართველი ექსპერტები, მეცნიერები და მკვლევარები.
ქართულ დელეგაციას წარმოადგენდნენ პროფესორები: გიორგი ხუციშილი, კორნელი კაკაჩია, ნინო ბეგალიშვილი, ზაზა ცოტნიაშვილი; ექსპერტები: ნიკა ჩიტაძე, ლევან ცუცქირიძე და სხვები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა კავკასიაში არსებული პოლიტიკური ვითარება და აქ არსებული ენერგო რესურსების გამოყენების პრობლემები. გამოიკვეთა ასევე რეგიონალური კონფლიქტების უარყოფითი გავლენა ამ პროცესებზე. ამდენად, ექსპერტთა ძირითადი ნაწილი კონფლიქტების გადაჭრის მშვიდობიანი გზების დასახვის ინიციატივით გამოვიდა. ამ მიმართულებით დაისახა სამომავლო ღონისძიებები.
|
|
|
|