2009 წლის 5 ივლისს გორის უნივერსიტეტიs სტუდენტი ცირა გოგიჩაიშვილი. გერმანიაში, ქ.რუსტში გაემგზავრა და ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ პროექტში (”სამშვიდობო ბანაკი” ) მიიღო მონაწილეობა. ის ცხინვალის რეგიონიდანაა დევნილი და პროექტში მონაწილეობის მისაღებად გორის უნივერსიტეტმა მიავლინა. ქ.რუსტში მიწვეულნი იყვნენ ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტური წერტილიდან (პალესტინა, ისრაელი, კოსოვო). ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებული პროექტში ”სამშვიდობო ბანაკი” მონაწილეობას იღებდა 7 ქართველი ახალგაზრდა. მათ წარმოადგინეს კონფლიქტების მიმოხილვა და პრეზენტაცია ამავე თემაზე. პროექტის მონაწილეები იმყოფებოდნენ სტრასბურგში.