მთავარი - სარჩევი - კონტაქტი - გალერეა - ძიება - ბმულები - ელ_ფოსტა - English Version
უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესი
შესვლა
?????????
     

     

     

     

     

     

     

     

    

გორის უნივერსიტეტის ყოველწლიური მესამე საერთაშორისო კონფერენცია 'განათლება და განვითარება'
18.07.2009|
კონფერენციები15–18 ივლისს ვარშავის უნივერსიტეტში მიმდინარეობს მე–6 ყოველწლიური კონფერენცია: „დამოუკიდებლობა–ტოტალიტარული რეჟიმები–დამოუკიდებლობა“, რომელიც ორგანიზებულია აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის მიერ.მასში მონაწილეობენ: აშშ, საფრანგეთის, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, საქართველოს და სხვა ქვეყნების წამომადგენელი მკვლევარები და ექსპერტები. გორის უნივერსიტეტს კონფერენციაზე წარმოადგენს რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი. მის მოხსენებას: „საერთაშორისო პოლიტიკის გავლენა ქართულ–ოსურ კონფლიქტზე“ საინტერესო დისკუსია მოჰყვა.
რამდენადაც გორის უნივერსიტეტში, 2010–2011 სასწავლო წლიდან, დაგეგმილია მიღების გამოცხადება ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე - „პოლიტიკა – საერთაშორისო ურთიერთობები“, აღნიშნული მასშტაბის კონფერენციაში რექტორის მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
აღსანიშნავია საქართველოს ელჩის, ბატონი კონსტანტინე ქავთარაძის განსაკუთრებული ყურადღება გორის უნივერსიტეტისადმი. ბატონმა ელჩმა რექტორთან შეხვედრაზე გამოთქვა მზადყოფნა, რომ იგი მხარს დაუჭერს პოლონურ საგანმანათლებლო სივრცესთან გორის უნივერსიტეტის თანამშრომლობის კონკრეტულ ნაბიჯებს.







დაბეჭდვა