მთავარი - სარჩევი - კონტაქტი - გალერეა - ძიება - ბმულები - ელ_ფოსტა - English Version
უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესი
შესვლა
?????????
     

     

     

     

     

     

     

     

    

გორის უნივერსიტეტის ყოველწლიური მესამე საერთაშორისო კონფერენცია 'განათლება და განვითარება'
14.09.09
კონფერენციები 10-11 სექტემბერს, უკრაინის რესპუბლიკაში, ქალაქ ბერდიანსკის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, ჩატარდა ლიტერატურათმცოდნეთა II საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 235 მონაწილე, მათ შორის: რუსეთიდან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან და საქართველოდან. გორის უნივერსიტეტიდან მოხსენებით წარსდგნენ - ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორი თამარ გოგოლაძე („ოპოზიცია ქალაქი/სოფელი ქართველი ხალხოსანი მწერლის ს. მგალობლიშვილის შემოქმედებაში“) და პედაგოგიურ მეცნიერებათა აკად.დოქტორი ქეთევან ბარბაქაძე („სურამი ლეგენდებსა და მხატვრულ ტექსტებში“).
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პროფესორმა თამარ გოგოლაძემ. ქართველ მეცნიერთა მოხსენებები ინტერესით მიიღეს კონფერენციის მონაწილეებმა. უნივერსიტეტთან არსებული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვიქტორია ზარვას ინიციატივით გადაწყდა, დაიდოს მემორანდუმი გორისა და ბერდიანსკის უნივერსიტეტებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული ლიტერატურულ - საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებასა და გაცვლით პროგრამებს.


დაბეჭდვა