მთავარი - სარჩევი - კონტაქტი - გალერეა - ძიება - ბმულები - ელ_ფოსტა - English Version
უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესი
შესვლა
?????????
     

     

     

     

     

     

     

     

    

გორის უნივერსიტეტის ყოველწლიური მესამე საერთაშორისო კონფერენცია 'განათლება და განვითარება'
06.10.2009|
კონფერენციები 2009 წლის 2-3 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში გაიმართა ყოველწლიური (მეორე) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,, ახალი მიმართულებები განათლებასა და კვლევაში". კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 140 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა აქტუალობამ მეცნიერების არაერთი მიმართულების თანამედროვე დონე გამოკვეთა და საინტერესო სამეცნიერო კავშირებს ჩაუყარა საფუძველი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები:აშშ-დან, ლატვიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან.
გორის უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მის გახსნას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები. მათ შორის ლატვიის ელჩი საქართველოში, ბატონი ადრის ვილკანსი, რომელსაც რექტორმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა გორის უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა. მემორანდუმები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმდა ლატვიის უნივერსიტეტთან, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტთან.










დაბეჭდვა