2009 წლის 25 ოქტომბერს ქ. თელავში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის მინი-ფეხბურთში პირველობა ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს - ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თელავის ი.გოგებაშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ორი გუნდი), თბილისის სამხატვრო აკადემიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ზუგდიდის უნივერსიტეტმა და გორის უნივერსიტეტმა. გუნდები განაწილდნენ ორ ქვეჯგუფად და მათ შორის შეხვედრა წრიული სისტემით ჩატარდა. I და II ადგილზე გასულმა გუნდებმა ნახევარ ფინალში ითამაშეს (გორის უნივერსიტეტი-თელავის უნივერსიტეტი 5:4 თბილისის ი.ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი-სამხატვრო აკადემია 4:1). ფინალში გორის უნივერსიტეტის გუნდმა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტის გუნდი (3:0) დაამარცხა და დამსახურებულად მოიპოვა გარდამავალი თასი. გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი გუნდის წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.