სსიპ-გორის უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტუდენტ-ტრენერებმა წარმატებით დაიწყეს 2009-2010 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში გათვალისწინებული ტრენინგები გორის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის. ტრენინგები ჩატარდა გორის პირველ, მეხუთე, მეშვიდე, მერვე და მეთორმეტე საჯარო სკოლებში.
სსიპ-გორის უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტუდენტ-ტრენერები სულ ჩაატარებენ 9 ტრენინგს, რომელში მონაწილეობას მიიღებს თითოეული სკოლიდან 17 მოსწავლე, სულ ტრენინგები ჩაუტარდებათ 85 მოსწავლეს.