2009 წლის 28-29 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის“ ჩარჩოებში ჩატარდა ვორკშოპი „საქართველოს ხვალინდელი ტურიზმი დღეს_ საგანმანათლებლო და კვლევითი ასპექტები“. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია გორის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი,ლია მამულაშვილი. ვორკშოპს ესწრებოდნენ პროფესორები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან (გორის უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, თავართქილაძის ეკონომიკურ ურთიერთობათა და სამართლის სახ. უნივერსიტეტი).