2009 წლის 2 დეკემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, სამინისტროს თანამშრომლებმა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოაწყვეს ერთობლივი აქცია. მათ სამომხმარებლო ნარჩენებისაგან გაწმინდეს გორი-ხაშურის საავტომობილო გზის, სოფელ ბერბუკის მიმდებარე ტერიტორიის მონაკვეთი.