2009 წლის 5-8 დეკემბერს ქ. ვარშავაში წმ. გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-8 ყოველწლიური კავკასიური სესია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობის ცენტრის მიერ. სესიაში მონაწილეობა მიიღეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა და სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ანდრიამ. ბატონი ზაზა სესიაზე წარსდგა მოხსნებით თემაზე: „2008 წლის აგვისტო – რუსული პოლიტიკის შედეგები“.