2009 წლის 9 და 10 დეკემბერს გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევნები გაიმართა. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფდა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად არჩეულ იქნა პროფესორი ზურაბ ზერაკიძე, ხოლო ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან - სტუდენტი ნათია ბეჟანიშვილი.