მთავარი - სარჩევი - კონტაქტი - გალერეა - ძიება - ბმულები - ელ_ფოსტა - English Version
უნივერსიტეტი
სასწავლო პროცესი
შესვლა
?????????
     

     

     

     

     

     

     

     

    

გორის უნივერსიტეტის ყოველწლიური მესამე საერთაშორისო კონფერენცია 'განათლება და განვითარება'
11.01.2010
პრეზენტაციები2010 წლის 11 იანვარს გორის უნივერსიტეტის I კორპუსში წარმოდგენილ იქნა რექტორის, პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის პრეზენტაცია "2009 წელი-გორის უნივერსიტეტის ძირითადი მიღწევები - ანგარიში საზოგადოებას". პრეზენტაციაზე ძალზე საინტერესოდ, ამომწურავად იქნა წარმოდგენილი ის ძირითადი მიღწევები, რომლებიც გორის უნივერსიტეტს განვლილი წლის განმავლობაში ჰქონდა. რექტორმა ცალსახად გამოკვეთა გორის უნივერსიტეტის განსაკუთრებული მნიშვნელობა შიდა ქართლის რეგიონისათვის და ამ ფონზე ის საერთაშორისო კონტაქტები, რომლებიც აშკარად ზრდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: გიორგი ავალიანი (სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე), გივი აბალაკი (გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე), როლანდ კოპალიანი (საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი), ვანო ჩხიკვაძე (მწერალი), ჯემალ ინჯია (მწერალი}, ბატონი ჯიმ პლეჯერი (ამერიკელი მოხალისე), გორის და გორის რაიონის სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები, გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. რექტორმა 2009 წელს უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის საპატიო სიგელები გადასცა - ბატონ ვლადიმერ ვარძელაშვილს, ჯიმ პლეჯერს, უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლებს (გედეონ ხელაია, ვიანორ ახალაია, კლარა ელჩიბეგაშვილი, ვანო ბალახაშვილი, ლალი ღოღელიანი, რევაზ საყვარელიძე, ლია ნადირაძე, მანანა ჯაფიაშვილი, თინათინ ტატულაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, სოსო ვაშაკიძე) და I კურსის სტუდენტს, ევროპის ჩემპიონს ძიუდოში-პაატა მერებაშვილს.







დაბეჭდვა