2010 წლის 25 თებერვალს გორის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გმირთა მემორიალთან მოეწყო ახალგაზრდული აქცია, რომელიც მიმართული იყო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. სტუდენტებმა გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვალი. აქციას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გორის უნივერსიტეტიდან საკუთარი აზრი დააფიქსირეს სტუდენტებმა: მაკა ჯოლბორდმა, ომარ ყაყიტაშვილმა, თამარ ქველიძემ და ზურაბ გუთნიაშვილმა. მათ გაიხსენეს რუსეთის აგრესია, მოუწოდეს ყველა პატრიოტს მტრის წინააღმდეგ გაერთიანებისაკენ. გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეურთდნენ რეგიონის ახალგაზრდები და მოსწავლეები.